ViVa GDaNuLa ! ! !
Main | Registration | Login Welcome Guest | RSS
Site menu
News topics
ქართულად Geo [5]
პროგრამები [5]
მუსიკები [5]
სურათები [5]
პრიკოლები [5]
ქაუნთერის შესახებ [5]
pornoebi [1]
Tag Board
Our poll
როგორი საიტია ? ? ?
Total of answers: 69
Main » 2008 » June » 9 » SHOTA ARVELADZE
SHOTA ARVELADZE
11:30 PM
 
 
 
შოთა არვველაძე :
22.02.1973 თამაში / გოლი
1990 მართვე თბილისი მეორე ლიგა 30 33
1991 იბერია თბილისი 7 3
1991-92 იბერია 30 22
1992-93 დინამო თბილისი 23 18
1993-94 დინამო 7 8
ტრაბზონსფორი,თურქეთი 18 15
1994-95 დინამო თბილისი 8 11
ტრაბზონსფორი 18 12
1995-96 ტრაბზონსფორი 34 25
1996-97ტრაბზონსფორი 24 10

1997-98 აიაქსი,ამსეტერდამი,ჰოლანდია 30 25
1998-99 აიაქსი 19 7
1999-00 აიაქსი 17 5
2000-01 აიაქსი 27 18
2001-02 აიაქსი 2 0
რეინჯერსი,გლაზგო შოტლანდია 22 11
2002-03 რეინჯერსი 30 15
2003-04 რეინჯერსი 19 12
2004-05 რეინჯერსი 24 6
2005-06 ალკმაარი,ჰოლანდია 31+ 1 22 +1
2005-06 ალკმაარი 29+ 4 14 +1
2007-08 ლევანტე,ვალენსია,ესპანეთი 3 -

ეროვნული ნაკრები: 61 თამაში,26 გოლი
 
ქრონიკული ტრავმით შოთა არველაძემ 35 წლამდე ითამაშა ფეხბურთი უმაღლეს დონეზე. ნიჭი,ჟინი და პროფესიონალიზმი ასეთი შერწყმით შოთამ საკმაოდ ბევრს მიაღწია.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მან პირველი საევროტურნირო გოლი შეაგდო 1993 წელს შოთამ ჩრდილოირლანდიურ “ლინფილდს” ეფექტური გოლი გაუტანა.
საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან მას სხვადასხვა ქვეყნების უმაღლეს ლიგებში ყველაზე მეტი გოლი გაუტანია. შოთა საქართველოს ნაკრების მთავარმეგოლეა,იყო თურქეთის და ჰოლანდიის ჩემპიონატის ბომბარდირი,უეფას თასზე კი 27 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჰენრიკ ლარსონს ჩამორჩება,უკან მოტოვებული ჰყავს ალესანდრო ალტობელი და კარლ-ჰაინც რუმენიგე.
არაორდინალური გადაწყვეტილების მიღების უნარი,საგოლე ალღო,ტექნიკა და ლიდერის თვისებები რა თქმა უნდა,შოთა მხოლოდ ეს არ არის,ის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო თავდამსხმელია, ჟურნალისტთა გამოკითხვით სამჯერ იყო საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამოკითხვით კი ის სპეციალისტებმა ორჯერ დაასახელეს საუკეთესოდ.
თურქეთში მას “გოლ კრალი”,გოლის მეფე დაარქვეს,ის ნამდვილი შეითანი იყო მეტოქე მცველ-მეკარეებისთვის. 1996 წელს ის ისე გახდა თურქეთის ჩემპიონატის ბომბარდირი,რომ პენალტი ერთხელაც არ დაურტყამს.
პირველივე აიაქსურ სეზონში შოთა ჰოლანდიის ჩემპიონი,ბომბარდირი,უეფას თასის ბომბარდირი და ჰოლანდიის თასის მფლობელი გახდა. მომდევნო სეზონში კი მძიმე ტრავმა მიიღო და ორი სეზონი ებრძოდა მას. ბოლო აიაქსური სეზონი 2001-02 წლებში უნდა ეთამაშა,მაგრამ “რეინჯერსმა” უკეთესი პირობები შესთავაზა და “აიბროქსს” მიაშურა.
მისტერ ბინი, SHOWTIME, SIMPLE SHOTA… არაორდინალური იუმორის და გახსნილი ხასიათის გამო ევროპაში მას რამდენიმე თიკუნი შეურჩიეს. სადაც არ წავიდა,ყველგან გოლები გაჰქონდა და წინა პლანზე იყო. ორჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი, 2003 წელს კი სეზონში გუნდის საუკეთესო მეგოლე შეიქნა.
რეინჯერსელობისას მარჯვენა მუხლის ტრავმა ქრონიკული გაუხდა,თუმც ფხბურთელის კარიერაზე უარი არ თქვა,ისევ ჰოლანდიაში ჩავიდა და “ალკმაარში” ორი ბრწყინვალე სეზონი ითამაშა. კარიერის ბოლოს კი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ ლიგას მიაშურა და ფეხურთელობას წერტილი პრიმერადივიზიონით დაუსვა.
რევაზ ძოძუაშვილი,გივი ნოდია,დავით ყიფიანი,ალექსანდე ჩივაძე,შენოლ გიუნეში,მორტენ ოლსენი, კო ადრიანსე, დიკ ადვოკაატი, ალექს მაკლიში, ლუის ვან გაალი შოთას მწვრთნელებს სახელი და რეგალიები არ აკლდათ და ისიც მათ გზას უნდა გაუყვეს ტყუპისცალი ! ! !
Category: სურათები | Views: 1214 | Added by: viva-gdanula | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Login form
News calendar
«  June 2008  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Search
Site friends
Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz